ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 662 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანმო: ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 662 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
წყარო: imedinews.ge

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 662 825 ახალი შემთხვება დადასტურდა, ხოლო 13 061 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 77 530 799 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 724 904 ადამიანი გარდაცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.