ირაკლი კობახიძე: მხოლოდ პროპორციული სისტემით, ბარიერვერგადალახული პარტიების შედეგების გამოკლებით, „ქართულ ოცნებას“ 52% ექნებოდა

ირაკლი კობახიძე: მხოლოდ პროპორციული სისტემით, ბარიერვერგადალახული პარტიების შედეგების გამოკლებით, „ქართულ ოცნებას“ 52% ექნებოდა
წყარო: imedinews.ge

მხოლოდ პროპორციული სისტემით, ბარიერვერგადალახული პარტიების შედეგების გამოკლებით, „ქართულ ოცნებას“ 52% ექნებოდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა.

„ქართულმა ოცნების შედეგი ამ ეტაპზე არის 48, 36% მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით, ბარიერვერგადალახული პარტიების გამოკლებით, „ქართული ოცნების“ შედეგი, მხოლოდ პროპორციული სისტემით, იქნებოდა 52%, რაც მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია.

რაც შეეხება ფორმულას, რომელიც კანონითაა განსაზღვრული, არსებული მონაცემებით, პროპორციული სისტემის მიხედვით, რაც დღესაა დადებული ცესკოს საიტზე, ეს არის 3 ათასზე მეტი უბნის მონაცემები და სავარაუდოდ, დიდად აღარ შეიცვლება, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული წესით უკვე 62 მანდატი აქვს მიღბული“, - განაცხადა კობახიძემ.

ცესკოს მონაცემებით, უბნების 80.22%-ის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ - 48.34%; „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 26,43% აქვს.