ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 18 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 18 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა
წყარო: imedinews.ge

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 254 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 100 712 შემთხვევა გამოვლინდა, 19 115 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 935 292 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.