AFP: ევროკავშირმა კანადა, ტუნისი და საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

AFP: ევროკავშირმა კანადა, ტუნისი და საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
წყარო: imedinews.ge

ევროკავშირმა კანადა, ტუნისი და საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ევროკავშირის სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, საქართველო, კანადა და ტუნისი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღეს. ამავდროლად, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიას სინგაპური დაემატება“, - განაცხადა წყარომ.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნები სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე კორონავირუსის შემთხვევების საშუალო რიცხვი ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი უნდა იყოს, ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა აღინიშნებოდეს.